Wednesday, October 12, 2016

მეცხრე დღე


     ბოლო  ტრენინგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა,რადგან მოვისმინეთ ყველა მონაწილის პრეზენტაცია.კოლეგების თემებმა და გეგმებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მათს პროფესიონალიზმში.
     ჩვენმა პორტფოლიოებმა მიიღო დასრულებული სახე და ავტვირთეთ ბლოგზე.

Wednesday, October 5, 2016

დღე მერვე
 გავეცანით სასწავლო პროექტის ჩეკლისტს. გადავხედეთ პორტფელიოს. დავასრულეთ პროცედურები პროექტის გეგმაში , ვისწავლეთ ონლინ კითხვის შექმნა. 

Tuesday, October 4, 2016

დღე მეშვიდე

გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. შევქმენით კითხვარი მოსწავლის დიფერეცირებისთვის. შევადგინეთ  კითხვარები. რესურსებში  გავეცანით მხარდაჭერის დოკუმენტებს და ბლოგზე ავტვირთეთ პორთფოლიო. 

Tuesday, September 27, 2016

დღე მეხუთე

ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებების  შესახებ,გავეცანით   თუ  როგორ  უნდა  დავიცვათ  საავტორო  უფლებები  პროექტების  დაგეგმვისას. ჩვენ მიერ შექმნილი  პროცედურები  გავუზიარეთ  კოლეგებს, დავუწერეთ  ერთმანეთს  კომენტარები  და ვისწავლეთ  ლინკებისა   და  სურათების  დაკოპირება.
    ჩავდექით  მოსწავლის  როლში  და შევქმენით  ნაშრომი,რომელიც დრაივზე ავტვირთეთ.
დღე  მეექვსე

     დღეს  გავეცანით  შეფასების  დაგეგმვის  ცხრილს და  სასწავლო  პროექტის  გეგმის  ჩეკლისტს.მოცემული  ნიმუშის  მიხედვით  შევქმენით  მოსწავლეთა  პროექტების  შეფასების  რუბრიკა.ბლოგზე  ავტვირთეთ  მოსწავლის  პროექტის  ნიმუში.  ჩვენი პროექტის  მიზნებიდან  გამომდინარე  მოვინიშნეთ ვიდეოგაკვეთილების  ლინკი.

Tuesday, September 20, 2016

დღე  მეოთხე
გავეცანით შეფასების გეგმას, შეფასების სტრარეგიებს. გავეცანით  განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასების ფორმებს. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.  

მესამე დღე

გავეცანით მეორე მოდულს:
გავიმეორეთ წინა მოდულზე განხილული საკითხები,
სტანდარტების და  ინდიკატორების მიხედვით შევქმენით პროექტის შესაბამისი მიზნები,  რომელიც გადის მაღალ სააზროვნო უნარებზე და შევამოწმეთ ბლუმის ტაქსონომიით . განვიხილეთ 21- საუკუნის უნარ -ჩვევები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.





დღევანდელი დღე უფრო საინტერესო იყო. გავეცანით ერთმანეთის გეგმების შინაარსს. კარგად დავინახეთ საკითხის პრობლემა და კავშირი რეალობასთან. პროექტის თემასაინტერესო უნდა იყოს მოსწავლისათვის, რომ მან შესძლოს მაქსიმალურად დახარჯვა პროექტზე მუშაობის დროს.
დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს და შევქმენით ახალი, რომელიც ჩვენს თემას მოვარგეთ. ვისწავლეთ სურათების ჩასმა ბუკლეტში. გადავაგზავნეთ დრაივზე ჩვენი ნიმუშები.


ტრენინგი დავიწყეთ გაცნობით. ქალბატონმამანანამ გაგვაცნო თავი და ჩვენც საკუთარი თავი წარვუდგინეთ.
შევედით საიტზე და გავეცანით პროექტის შექნის გეგმას,ასევე როგორ უნდა გამოვიყენოთ ამ გვერდზე თითოეული პიკტოგრამა.
შევქმენით საქღალდეები. გავეცანით პორთფოლიოს ჩეკლისთს და რუბრიკას. პირველი დღე საინტერესო იყო.